ჩემთვის ნამდვილად გაუგბარია ქალბატონი პრეზიდენტი როდესაც მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანება – ასე მიმართა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
”გუშინ მორცხვად რომ უკრავდით პრეზიდენტს ტაშს ესეც არ დარჩენია საზოგადოებას შეუმჩნევლად, იცით რატომ უკრავდით მორცხვად ტაშს? იმიტომ რომ პრეზიდენტმა დაგადანაშაულათ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაში და ეს მანამდე ვროპარალემნტარებმაც გააკეთეს, როდესაც საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდით. ჩემთვის ნამდვილად გაუგბარია ქალბატონი პრეზიდენტი როდესაც მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანება. თქვენთან, რომლებმაც თავს უფლება მიეცით იმ რეზოულიციაზე როდესაც ქვეყანა დაადანაშაულეთ, თქვენთან რომლებიც ყველგან სადაც ხელი მიგიწვდებათ ქვეყანას აშავებთ.” – განაცხადა თალაკვაძემ.