შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ – განაცხადეს უწყებაში.