ალადაშვილის კლინიკის ექთნის დამხმარემ თორნიკე გულისაშვილმა TikTok-ზე სექსუალური ძალადობის წამახალისებელი ვიდეო გაავრცელა. აღნიშნული ვიდეო პირდაპირ ახალისებს სექსუალურ ძალადობას. რეანიმაციული განყოფილების ექთნის სოციალური აქტივობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“გამოეცხადა საყვედური იმის გამო, რომ მან ამ ძალიან სერიოზული და რთული მუშაობის პერიოდში, გამოხნა დრო არასერიოზული საქმის გასაკეთებლად. სექსუალურ ძალადობას ახალისებს თუ არ ახალისებს თავისი არასერიოზული ვიდეოთი, არასერიოზულ პლატფორმაზე ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – თქვა ალადაშვლის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა ლევან ბესელიამ “მთავართან”.
იმ შემთხვევაში თუ საავადმყოფოს მიდგომები და პოლიტიკა არ შესრულდება, სამოქალაქო საზოგადოება მოკვლევის დასაწყებად სახალხომ დამცველს მიმართავს.
“ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამო***ეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო. ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.
დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვამხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს – არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”- წერს “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია