ავსტრალიაში გაურკვეველმა ვირუსმა ასობით თუთიყუში მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველი დაავადებას კორონავირუსს ადარებენ რადგან ახლო კონტაქტით სწრაფად ვრცელდება.
დაავადება ლორიკეტების თუთიყუშების, პარალიზების სინდრომის სახელითაა ცნობილი.
ვირუსმა თუთიყუშებს მოძრაობის უნარს აკარგვინებს, ნელ-ნელ ვრცელდება ორგანიზმში, შემდეგ ფილტვებამდე აღწევს და ჩიტს გუდავს.
„ისინი ერთმანეთს ებრძვიან, კბენენ, სუნთქავენ ერთმანეთის გვერდით – ასე ავრცელებენ ვირუსს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კორონავირუსის გავრცელებას. ეს დაავადება ყველაზე დიდი სიხშირით სწორედ იქ გვხვდება, სადაც ისინი დიდი რაოდენობით არიან შეკრებილები. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მათ ფეხებზე აწვებათ. ასე რომ, როდესაც ისინი რომელიმე ადგილზე დაშვებას განიზრახავენ, ეგრევე იქცევიან, ერთ საათში კი კვდებიან. მცირე კვლევა ჩატარდა. ვეტერინარების ცნობით, ეს, შესაძლოა, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში უცხოური მცენარეების მუტაციით იყოს განპირობებული, ასეთია მაგალითად აფრიკული ტიტების ხე “,- განაცხადა გრიფითის უნივერსიტეტის პროფესორმა, დარილ ჯონსმა.