ზუგდიდში გაუჩინარებული დისტრიბუციის თანამშრომელი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა

20 დეკემბერს, ზუგდიდში გაუჩინარებული დისტრიბუციის თანამშრომელი, შალვა გულუა სახლში დაბრუნდა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, მამაკაცი პოლიციაში გამოცხადდა, ის გამოიკითხა და გაუჩინარების მიზეზებიც განმარტა.

მისი ბიძა ადასტურებს, რომ გულუას უცხო პირებთან ჰქონდა დაპირისპირება, იყო რამდენიმე გასროლაც, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ იყვნენ ეს პირები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში რამდენიმე დღის წინ, პურის დირსტრიბუციის წითელი ფერის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი იპოვეს. მანქანას ნატყვიარები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დისტრიბუციის მანქანით ბადრი ესებუასთან საკვები მიჰქონდა.