გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციასთან დგას

ავჭალის პოლიციის განყოფილების ეზოში დგას გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის ავტომობილი. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრები და ადვოკატებიც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გუშინ გერლიანმა Facebook-ზე ვრცელი პოსტი დაწერა და შსს-ს თანამშრომელი ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.

მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყებას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

გერლიანმა ივარაუდა, რომ პოლიციელი მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა.