რამაზ გერლიანი იპოვეს

ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. ის საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოკითხეს. როგორც გერლიანი ამბობს, სამი დღის განმავლობაში სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. გაუჩინარების მიზეზად გერლიანი სამართალდამცავის უღირს ქმედებას ასახელებს.

“სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი გაუჩინარების, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ვიყავი წასული, რადგან პოლიციელმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ. ვაპირებდი სიკვდილთან შეხვედრას და მომისწრო პოლიციამ. ვარ ცუდად”. – ამბობს გერლიანი.