გაქვთ იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვერ იტყვის და ინტეგრაცია შეუქცევადი გახდება? – დეპუტატი გახარიას

ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ეკითხება, აქვს თუ არა რამე იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვერ იტყვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადი გახდება.

“საქართველოსთან შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურად მოითხოვს სულ უფრო სწრაფ სვლას დასავლეთისაკენ, რადგან ასე თუ ისე ჩვენმა მთავრობამ შეძლო რეგიონული მშვიდობის და სტაბილურების შენარჩუნება. ერთი, სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობთ და მეორე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით.

მაგრამ ეს შეიძლება მომდევნო 4 წელში არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დაჩქარებულად წავიდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გაქვთ თუ არა რაიმე შეთავაზება, იდეა, რომელზეც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და ჩვენი ინტეგრაცია ამის შეუქცევადი გახდება და უფრო დაჩქარდება”,– ამბობს ხელაშვილი.

ამ წუთებში პარლამენტში გიორგი გახარიას უსმენენ.