“გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება “- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ჩართვისას გააკეთა.
“მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, გადმოიხედე ზემოდან და კარგად შეხედე ამ ხალხს. არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, იმიტომ, რომ გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. გაყალბებაზე პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება, გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად და პასუხი გაგეცემა პირადად ძალიან სწრაფად”, – განაცხადა სააკაშვილმა.