გაყალბებული ოქმი მარნეულში–ოცნებას და მის კანდიდატს ერთ უბანში 300 ხმა წაუმატეს

31 ოქტომბრის არჩევნებში გაყალბებული ოქმების გასაჯაროება გრძელდება. ამჯერად ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მარნეულის 67-ე უბნის ოქმს აქვეყნებს, სადაც სახელისუფლო კანდიდატმა 173 ხმა აიღო. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ოქმს ხელი მოაწერეს და წავიდნენ, ერთიანი ოთხიანად გადაკეთდა.

“მნიშვნელოვანია!!!

აი, როგორ ყალბდება არჩევნები!
ეს ოქმი გაყალბებულია საოლქოში, ან პირდაპირ ცესკოში!
ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით.

ქვემოთაა ორი ოქმი. ერთი (ნაცრისფერი) არის ის ოქმი, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ. დარგალმა აიღო 173 ხმა. მოსული იყო 528 ამომრჩეველი.

მეორე – ვარდისფერი არის იგივე ოქმი, ოღონდ ატვირთული ცესკოს ვებგვერდზე. ჰოი საოცრებავ, ს ლიოგკიმ დვიჟენიემ რუკი, დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად. ხოლო, ამომრჩეველთა 528 გადაკეთებულია 828-ად.

რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შევლაზე?

აჰა, გაავრცელეთ და ნახოს ყველამ როგორი “დემოკრატიული არჩევნები” ჩაატარა.

პ.ს. მალე დავწერ “ბიძინას კარუსელებზე”. მთელი ეს კვირა ამ არჩევნების მხილებას ეძღვნება ევროპული საქართველოს და პირადად ჩემგან.“– წერს ფეისბუქზე სერგი კაპანაძე და გაყალბებულ ოქმს აქვეყნებს.

გადავამოწმეთ ცესკოში ამავე უბანში პროპორციული არჩევნების შედეგები და აქაც მონაცემები ზუსტად ისევეა შეცვლილი: ქართული ოცნების გასწვრივ ერთიანი ოთხიანად არის გადაკეთებული, ამგვარად ოცნებას ამ უბანზე 300 ხმა მიემატა, მომსვლელთა რაოდენობაში კი ხუთიანი რვიანად არის გადაკეთებული.