გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი.
“მესმის, რომ პერსონალურ მონაცემებს ვავრცელებთ, მაგრამ საჯარო ინტერესი მოთხოვს, რომ ჩვენ ეს საჯაროდ გამოვაქვეყნოთ. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა და ორივე არის მოქმედი. არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ – გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს”,- ამბობს კორძაია ბრიფინგზე.
ის მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, დაიწყონ გამოძიება სისტემურ დანაშაულზე.