გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს – ბოკერია ზურაბიშვილის განცხადებაზე

“გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს”- ასე აფასებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბოკერია.