გაცილებით მეტია საჭირო საზოგადოების სულიერი საზრდოსთვის – მეუფე დანიელი დაფინანსებაზე

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქო გაცილებით მეტით უნდა ფინანსდებოდეს, იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს.

მისი თქმით, სასულიერო პირებს ქონება იმისთვის არ სჭირდებათ, რომ ფუფუნებაში იცხოვრონ.

,,რაც შეეხება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, რასაკვირველია, მე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტია საჭირო, ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს სულიერი საზრდო. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქონება სჭირდებათ იმისთვის, რომ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ამაზე არ არის ლაპარაკი და სირცხვილია ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ამაზე ასე ხშირად ან თვითონ საუბრობს ან ისეთ ადამიანებს აძლევს უფლებას, რომლებიც თავის თავსაც არცხვენენ და ერსაც არცხვენენ

ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს [მეტი თანხა საპატრიარქოსთვის]”,- ამბობს მეუფე დანიელი.

ცნობისთვის, საპატრიარქო ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარით ფინანსდება.