“ჩვენ ყველანი გაწბილებულები ვართ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესი დააჩქარა. ეს ნამდვილად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. მართლმსაჯულება მთავრობის ერთ-ერთი განშტოებაა და რთულია იმის გაგება, რატომ არ სურთ მათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაძლიერდეს და უფრო დამოუკიდებელი გახდეს.

ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი. ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია ერთგული დარჩება 19 აპრილის შეთანხმებისა. თუ კანდიდატები საბოლოოდ დამტკიცდა, შეკითხვებს წარმოშობს.

განცხადებები, რომ თუ ეს კანდიდატები არ დამტკიცდა, სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საქართველოში არიან საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, საიმისოდ რომ პაუზა მოხდეს დანიშნის პროცესში. კანდიდატების დასახელება და გაყვანა მანამ სანამ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართება, სანამ რეფორმების პაკეტი იქნება შემუშავებული პარლამენტის მიერ, ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამ პასუხისმგებლობას აიღებს და შეაჩერებს დანიშვნის პროცესს”

ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშნის პროცესს “მთავარ არხთან საუბრისას”. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე თანამდებობაზე 46 მოსამართლე განამწესა. ასევე, მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს. სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.