„სინამდვილეში, გახარიამ გადაიმტერა და გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში, ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია საკუთარი წამოსვლა და წამოვიდა პარტიიდან, შეგხვდა ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ პრაქტიკულად ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალები, გადამგდებია ჩვეულებრივი, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ. ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში, როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგო, რა თქმა უნდა, იქ რომელ პოლიტიკურ წარმატებაზე არის საუბარი, ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდვინა საკუთარი პარტიის წევრებს, წარმოიდგინეთ არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და ეს ადამიანები გადააგო და როგორ გააჩერებს ესეთ ხალხს პარტიაში?.[…]რაც შეეხება გახარიას პარტიას, გახარია სინამდვილეში არის მე-5-6 ადგილზე და ამას ნახავთ არჩევნების შემდეგ. აგერ მე და აგერ თქვენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თუ მე-3 ადგილზე გავიდა გახარია არ ვიცი, ყველანაირი პასუხისმგებლობა შემიძლია ავიღო, მაგრამ გახარია გავა სადღაც მე-5-6 ადგილზე, რასაც დღევანდელი რეიტინგები აჩვენებს“
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.