გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგიო გახარიამ გამოავლინა, ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს, იმ სახელმწიფო ინტერესების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული არჩევნების დროს.
ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე იქნება პასუხი გასაცემი.
ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როცა ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობაზე თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა ვფიქრობ, რომ არის მიუღებელი”,-თქვა თალაკვაძემ.