“მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება სხვა, ვინც გაბედა და თქვა – გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე კითხვები. მასაც ვთავაზობ და ყველა დანარჩენს, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, წარსულზე ლაპარაკით შეიძლება დავკარგოთ მომავალი და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა და ერთმანეთის თრევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილებისა და სამშობლოს წარმატებული და ევროპული მომავალი, დავკავდეთ ამით, მე არ ვაპირებ.

მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და უკავშირდება მომავალს, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ – რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები – ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი კითხვა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარეს არ ვიქნები, ესეთი ბრტყელი პასუხი, გასაგებია, რომ ესეთი უნდა იყოს პასუხი, მაგრამ ეს არ არის დამარწმუნებელი ჩემთვის”

ამბობს ნიკა გვარამია ტელეკომპანია პირველის ეთერში.