გახარიასთან ინტერვიუს იმედი და POSTV არ ესწრება

ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან ინტერვიუს, ტელეკომპანია იმედი და POSTV არ ესწრებიან. როგორც გიორგი გახარია აცხადებს მისთვის მიზეზი გაურკვეველია.

“სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იმედის და POS TV-ს ადგილები არის თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვეთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, იმედი დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნაც აქვს; მე ზუსტად ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია დღეს აქ წარმოდგენილი”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ახალი პარტიის დაარსების შემდეგ გახარიამ პირველი ინტერვიუს სატელევიზიო მედიების თოქ შოუების წარმომადგენლებთან დაგეგმა რომელიც ამ წუთებში მიმდიანრეობს.