პოლიტპატიმრებს აუცილებლად გავათავისუფლებთ და ეს მოხდება არჩევნებამდე, – განაცხადა“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნადა აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი.
“როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ.
გახარიას კი მინდა ვუთხრა – მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე“, – თქვა სალომე სამადაშილმა.
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია არ აპირებს ე.წ.ი პოლიტპატიმრების თემის განვრცობას. ამბობს, რომ საკითხზე წერტილი დასმულია და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები არ არსებობენ.