საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ ბოლო “სელფს” ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა.
მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა:
- მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
- თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა
- მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
- ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.