ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობა გიორგი გახარიას რეკლამირებას უკეთებს, რადგან ალიანსშია ამ პარტიასთან.
მისივე თქმით, დაწყებულია “გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი”.
“ეს მხოლოდ აჩვენებს რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიას. მათ სურთ მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გახარიასი იმიტომ, რომ ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი ახდენენ გახარიას რეკლამირებას, რომ რაღაცნაირად 1-2% წაართვას „ქართულ ოცნებას“. ამით გაიშიფრა „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი”,– თქვა კობახიძემ.