გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადადო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

“პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”,– აცხადებს უწყება.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება, როცა ეს პოლიტიკური ესკალაციის რისკს ქმნის, მიუღებელია.