სამოქალაქო აქტივისტებმა, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაციაზე, აღმართული რკინის ჯებირი გაარღვიეს. გახარიას გუნდის პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, ბანერებით არიან მისული და გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომებზე საუბრობენ. ადგილზე ალგანის კერძო დაცვა იმყოფება, რომელმაც რკინის ჯებირი აღმართა.