გახარიას პარტია არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს არ შეუერთდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს არ შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ, პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

“მთავარი არ არის აქცია 16 ივნისს იქნება თუ 20 ივნისს, მთავარია პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს არსებული სიტუაცია და ეს ქვეყანა მართლა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, ჩვენ პირადად არცერთ აქციაში არ ვიღებთ მონაწილეობა”- ამბობს დაუშვილი.