გახარიას პარტია მხარს არ დაუჭერს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

გიორგი გახარისა პარტია “საქართველოსთვის” მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“საგამოძიებო კომიისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება იღებდა გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობა სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც ფაქტობრივად ხელის შეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას”,– თქვა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.