“გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები, შესაბამისად, ის აქტიურად მონაწილეობს ამ პოლიტიკურ პროცესებში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ის, ჯერჯერობით, დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივია და ამავდროულად ძალიან საინტერესო.

დუმილზე ერთი ცნობილი ამერიკული გამონათქვამი მახსენდება, რომ ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს და როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, მდუმარე ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების დამარცხებისთვის. ჩვენ ყოველთვის შეტევისთვის ვემზადებით, პოლიტიკური პროცესი გვავალდებულებს”

თქვა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ პალიტრანიუსის ეთერში.