საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში Covid19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე იწყება.
მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვ.
პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ.