გახარია ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს არჩევნებში გამარჯვებამდე – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომას უარყოფს და “ფეიკნიუსს” უწოდებს.

“ეს არის ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ. ფეიკნიუსი, არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერი-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ”,-ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არამხოლოდ პანდემიას დაამარცხებს და უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას მოიტანს, არამედ მორიგჯერ დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს “იმ პრობლემას რომელსაც ჰქვია ფეიკნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები”.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია გადადგომას აპირებს.