პარტია ” გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: მიიღო თუ არა მან არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანსა და რომელ საათზე მისცა ხმა.
„მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს ეს მონაცემები.[…] არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შევიდეს და გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი და მისცეს ხმა. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის, რაც ჩამოვთვალე”. – ამბობს გიორგი გახარია.