გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს -მურატ ჯიოევი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი ეხო კავკაზასთან ამბობს, რომ ზაზა გახელაძეს “ყველაზე მსუბუქი სასჯელი” დააკისრეს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე „სამხრეთ ოსეთის“ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები.

“საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოვე ჯერზე მოუწოდებენ სამხრთ ოსეთს, გამოავლინოს ჰუმანურობა, საქმეს ჰუმანიტარული პოზიციიდან უდგებიან. მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობას ეხება, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების ხელში იყვნენ და მათი კვალი ველურ ბუნებაში დაიკარგა”. – თქვა ჯიოევმა ეხო კავკაზასთან.

შეგახსენებთ, რომზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.