”გახელაძისთვის გამოტანილი განაჩენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა აშკარა დარღვევაა”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერ გამოტანილ განაჩენს და აცხადებს, რომ ქვეყანა რჩევა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად.
“ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ. ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და 2021 წლის 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აშკარა დარღვევა. ლიეტუვა რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულად”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.