გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, ოჯახისა და პატრიარქის თხოვნით, ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა.გახელაძის მამამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და ოჯახის თხოვნის შედეგად შეცვალა. თუმცა, მიშა გახელაძის თქმით, დღეს დაანონსებული აქცია გაიმართება.

“პატივს ვცემ უწმინდესს და არ გადავდივარ მაგის გამო და ვიკავებ თავს, მაგრამ როგორც დაანონსებულია აქცია, ჩვეულებრივად ჩატარდება.პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით გადავიფიქრე გადასვლა. დავაცდი 1 თვე, რაღაცა შედეგი თუ ვერ მოგვცეს და არ დაფიქსირდა, აუცილებლად გადავალ ოჯახით”, – თქვა გახელაძის მამამ.

11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.