ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხუდონ, ნამახვან და ნენსკრა ჰესი უნდა აშენდეს, რაშიც ოპოზიციამ ხელისუფლებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში.
თუ ხელისუფებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშლო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ხელს თუ შეუშლი, მერე შენი გასაკეთებელი გახდება და მწარედაც დაითუთქები. ეს, პოლიტიკური ლიგიკით, თორემ სახელმწიფოებრივი ლოგიკით, მაღალი ეკოლოგიური სტანტარტებით ჰესების მშენებლობას ჩვენს პირობებში ალტერნატივა არა აქვს.
ისე, სხვათა შორის, სამივე ჰესის მშენებლობის შესახებ გადწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ მიიღო და ინვესტორებიც მაშინ იქნა მოძიებული, რომლებსაც ახლა ერეკებიან”,– წერს Facebook–ზე რომან გოცირიძე.
ცნობითვის, უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივი მოსახლოება ნამახვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.