გახსენით წიგნი, რაღაც წაიკითხეთ, კაცო – გახარია ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად ოპოზიციას ურჩია, რომ წიგნი წაიკითხონ.

მისი თქმით, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

,,25 მილიონით მიმდინარე ხარჯები გაიზარდა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ და ეს დროშა რომ გიჭირავთ და რომ აქნევთ. IMF-ის მონაცემებით დღეს ბიუროკრატიული ხარჯების მშპ-სთან შედარებით, საქართველო არის მეორე ადგილზე, გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ კაცო. პირველ ადგილზეა სინგაპური, მეორე ადგილზე საქართველო”,- თქვა გახარიამ.