გედევან ფოფხაძემ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია “ერთიანი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

მისი თანაპარტიელი ლევან გოგიჩაიშვილი ფოფხაძის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირებს, რომელსაც პარტიის სახელით ვერ დაესწრებოდა.

„გედევან ფოფხაძის არჩევანია. გედიმ ასე გადაწყვიტა, ის ფიქრობს, რომ იქ უნდა იყოს. როდესაც მიდიხარ და იქ დგახარ, პარტიის სახელით ვერ იქნები. ლევან თარხნიშვილთან ერთად ვერსად ვერ დავდგები და ვერაფერს გავაპროტესტებ. უნამუსო უნდა ვიყო, რომ ლევან თარხნიშვილთან ერთად ვაკრიტიკო თამარ ჟვანია იმიტომ, რომ მგონია, ლევან თარხნიშვილი რომ არ დაისაჯა თავის დროზე, თამარ ჟვანიამ იმიტომ მისცა თავს ამის გაკეთების უფლება. რომ ჰქონოდა მაგალითი, როგორ გაუშვეს ლევან თარხნიშვილი გლდანის ციხეში გაყალბების გამო, შეიძლება, ამაზე ხელი აღარ მოეწონა.

გედევან ფოფხაძესთან ურთიერთობა დღესაც მაქვს. ეს მისი არჩევანია. ამის გამო არასდროს გავუბრაზდები, არაა ეს პრობლემა. მჯერა ადამიანების თავისუფლების. ვცემ იმ ადამიანებს პატივს, ვინც საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.