გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუისი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს” ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა”,– აცხადებ პარტია.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის”ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.