გელოდებით პარლამენტთან – ხვალ 17:00 საათზე ოპოზიციის აქცია გაიმართება

ხვალ, 13 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციის აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ის თავჯდოამრემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“ხვალ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, როგორც უკანასკნელმა დღეებმა დაადასტურა არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხვალ, 5 საათზე, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველოს უნდა ჰქონდეს მომავალაში, ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოვანგრევთ. “- ამბობს ნიკა მელია.