“გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მთელი დავიდარაბაა ატეხილი. ჩვენი გირჩელი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად, ამ ინიციატივას ჩვენი პარტია მხარს არ დაუჭერს. ახლა, ამ ვითარებაში კვოტების გაუქმება არასერიოზულად მიგვაჩნია.
გულახდილად რომ ვთქვა, მე ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს – ჩემი, პირადი. არც კვოტირების მომხრე ვარ და არც მისი გაუქმების. მე იმის მომხრე ვარ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს. თუ კვოტირება გზა იყო იმისთვის, რომ ეს წაგვეხალისებინა, რატომაც არა? […]
მოდით, ვნახოთ, საკრებულოებისა და პარლამენტის დონეზე ამას როგორი ეფექტი ჰქონდა. შევხედოთ, ავწონ-დავწონოთ, სტატისტიკა და შედეგები ვნახოთ და თუ გაამართლა და ქალები გააქტიურდნენ – და აშკარაა, რომ გაამართლა, მაშინ დავტვოთ, რატომ ვჩქარობთ და რატომ გვინდა, რომ ეს ამბავი ყოველგვარი აწონ-დაწონვის გარეშე გავაუქმოთ”
განაცხადა ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების”ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.