გენერალმა ზალუჟნიმ უკრაინული წარმოშობის ამერიკელისგან მემკვიდრეობით 1 მილიონი დოლარი მიიღო–NYT

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის იანვარში მემკვიდრეობით მიიღო 1 მილიონი დოლარი, მაგრამ თანხა თავად არ დაიტოვა და უკრაინის არმიის ანგარიშზე გადარიცხა. ამის შესახებ The New York Times იტყობინება.

ამერიკელის ახლობლების ინფორმაციით, ზალუჟნიმ მემკვიდრეობა მიიღო უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეპანეცისგან.

ეს ინფორმაცია უკრაინული არმიის პრესსამსახურმა დაადასტურა.

ზოგიერთი ცნობით, ჰრიჰორი სტეპანეცმა ასევე უანდერძა 2 მილიონი დოლარი უკრაინის უნივერსიტეტებს ,ხოლო კიდევ 1 მილიონი დოლარი მემკვიდრეობით გადაეცა ისრაელის არმიას.