პარტია “ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეების” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, გენრი დოლიძე, ბათუმში ტურიზმის სფეროში დასაქმებულების, მოშიმშილეების აქციას შეუერთდა.აქციის მონაწილეები მოითხოვენ საზღვრების გახსნას, ფრენების აღდგენასა და საბანკო ვალდებულებების უპროცენტოდ გადავადებას. ისინი უკვე მეთხუთმეტე დღეა შიმშილობენ,
“ბათუმი და ქობულეთი შესაძლოა ბანკის ლუკმა არმოჩნდეს. ხელისუფლებისთვის კრიზისმენეჯმენტი მხოლოდ მედიკოსების პროფესიონალიზმზეა დამყარებული და ვხედავთ, რომ სხვა სფეროებზე არავინ არ ზრუნავს, არავინ არ ფიქრობს. საქმე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან გვაქვს”, – განაცხადა გენრი დოლიძემ.