გერმანიამ არ შეასრულა პირობა, პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის შესახებ – დუდა

გერმანიამ არ შეასრულა დაპირებები პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის შესახებ –  ინფორმაციას ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ავრცელებს. მისი თქმთ ვარშავამ ბევრი ტანკი გადასცა უკრაინას რამაც  პოლონეთის სამხედრო პოტენციალი დაასუსტა. ამის შესახებ დუდამ Die Welt-თან საუბარში განაცხადა.

“მათ არ შეასრულეს დაპირება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით.უპირველეს ყოვლისა, თავად გერმანია უნდა დაეხმაროს უკრაინას. უკრაინას ნამდვილად სჭირდება ეს დახმარება ძალიან სწრაფად

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ჩვენი სატანკო არსენალის უმეტესი ნაწილი არის გერმანული ლეოპარდის ტიპის ტანკები. ასე რომ, თუ გერმანია დაგვეხმარებოდა, თუ შემცვლელი გვექნებოდა, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით”, – თქვა მან.

დუდას კრიტიკის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან განიხილა სიტუაცია. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ერთად განმარტონ არსებული “გაურკვევლობა”.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა,  რომ გერმანიას არ შეუძლია უკრაინას მიაწოდონ მძიმე სამხედრო ტექნიკა “ღილაკზე თითის დაჭერით”.