გერმანიაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო. კერძოდ, დღეს ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მომხმარებლებსა და დასაქმებულებში.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვების მოხსნას, დაწესებულებები, სადაც 1.5 მ დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია, ჯერჯერობით დახურული რჩება.
4 მაისიდან იგეგმება სილამაზის სალონების გახსნა, ხოლო რაც შეეხება ბარებს, რესტორნებს და კაფეებს, ფეხბურთის მატჩებსა და კონცერტებს, ისინი 31 აგვისტომდე იკრძალება.
ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 145743 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 4642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.