გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამუშაო ადგილები 500-დან 5000-მდე გაზარდა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას  გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს, ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს.

ცნობისთვის, 15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 97 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18-დან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.