გერმანიის მთავრობამ უკრაინელ ლტოლვილებს დაცვის სტატუსი 2025 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინიდან ლტოლვილთა ბინადრობის ნებართვა, რომლებიც ომს გამოიქცნენ და გერმანიაში დაცვის სტატუსი მიიღეს, ავტომატურად გაგრძელდება 2025 წლის 4 მარტამდე.
უკრაინელებს არ სჭირდებათ განაცხადი ბინადრობის სტატუსის გასაგრძელებლად და სხვა პროცედურების გამეორება მათი სტატუსის დასადასტურებლად.
„ყველა, ვინც იძულებული გახდა გაქცეულიყო პუტინის მომაკვდინებელი ომისგან, დარჩება ჩვენთან უსაფრთხოდ და ექნებათ წვდომა განათლებასა და სამუშაო ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინიდან გამოქცეული მრავალი ადამიანის სიცოცხლის დაცვას – სანამ ეს საშინელი ომი გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას.“ – განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა ნენსი ფესერმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 1,1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. აქედან დაახლოებით 350 ათასი 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია. ზრდასრული ლტოლვილების დაახლოებით ორი მესამედი ქალია. ამჟამად გერმანიაში ახალი ლტოლვილების დიდი ნაკადი არ არის, მაგრამ მცირე რაოდენობა მუდმივად შედის ქვეყანაში – პირველ რიგში, პოლონეთიდან. გერმანიაში სულ თვეში დაახლოებით 800 ახალი ლტოლვილი ჩადის.