გერმანიამ უნდა შეწყვიტოს პუტინის წახალისება – დმიტრო კულება

“გერმანიამ უნდა შეწყვიტოს პუტინის წახალისება”- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ერთიანობის დარღვევა და საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე.  ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა მადლიერია გერმანიის 2014 წელს გაწეული მხარდაჭერისთვის თუმცა ასევე მათი განცხადებები იმედგამაცრუელებელია.

„გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი განცხადებებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს.