გერმანიას ეშინია რუსეთის რეაქციის უკრაინაში მძიმე იარაღის გადაცემაზე – ექსპერტი
- „პირველი პუნქტი არის პოლიტიკური ასპექტი: გერმანიას ჯერ კიდევ ეშინია უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების და მსგავსი ტიპის მძიმე იარაღის გაგზავნის, იმის გამო რომ ეს უკვე მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება რუსეთისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, რომ აქ უკვე ნატოს ტანკები იქნება. ეს დაიცავს უკრაინას და ზოგადად ნატოს“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ანტონ მიხნენკომ საინფორმაციო ტელეთელონის ეთერში.
ასევე, ექსპერტის თქმით, გერმანიაში კარგად იციან, რომ გარკვეული ტიპის იარაღების გამოყენებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევებია საჭირო.
- „აუცილებელია პერსონალის მომზადება, აუცილებელია, რომ თავდაცვის მრეწველობამ და სარემონტო გუნდებმა უკრაინის გარკვეულ რეგიონებში შეძლონ გერმანული იარაღის შეკეთება“, – დასძინა მიხნენკომ.
მან აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, გერმანული ტანკები კვლავ იქნება უკრაინაში.
ამასთანავე, დღეს NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ”უკრაინაში ომი შესაძლოა NATO-სა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს”.
- ”უკრაინაში საშინელი ომია. ის ასევე შეიძლება ფართომასშტაბიან ომად იქცეს, რომელიც NATO-სა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება. ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რათა ეს თავიდან ავიცილოთ.” – განაცხადა სტოლტენბერგმა.