ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ – ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს

ფოტო: Mirror

ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს. გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ინფორმაციით, 57 წლის დევიდ სმიტი, ბრიტანეთის მოქალაქე, გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს იქნა ექსტრადირებული და ხუთშაბათს სასამართლოში წინაშე წარდგება.

მას ბრალად ედება შვიდი დანაშაული, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნის მიზნით. ბრალდებებიდან ერთ-ერთია ინფორმაციის მიწოდება იმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წევრი იყო.

პოლიციის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდეა ჩადენილი.