გერმანიის საპარლამენტო პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის კანცლერის თანამდებობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი დაიკავებს. ერთობლივ მთავრობას, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები ჩამოაყალიბებენ.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია და სავარაუდოდ ცნობილი ოფიციალურად დეკემბერში გახდება, თუმცა გერმანიის ყველაზე გავლენიანმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, Spiegel-მა შეძლო წინასწარ მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ როგორ განაწილდება მინისტრების თანამდებობები:
სოციალ-დემოკრატები
• კანცლერი
• კანცელარია
• შინაგან საქმეთა სამინისტრო
• თავდაცვის სამინისტრო
• სამშენებლო და საბინაო საკითხთა სამინისტრო
• შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
• ჯანდაცვის სამინისტრო
• ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო
მწვანეები
• ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრო
• საგარეო საქმეთა სამინისტრო
• საოჯახო საკითხთა სამინისტრო
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• გარემოს დაცვის სამინისტრო
თავისუფალი დემოკრატები
• ფინანსთა სამინისტრო
• იუსტიციის სამინისტრო
• ტრანსპორტის სამინისტრო
• განათლებისა და კვლევის სამინისტრო
ასევე, გამოცემის ცნობით, ოლაფ შოლცს ახალ კანცლერად ბუნდესტაგის სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გაიმართება.