გერმანიაში ქართველების ჯგუფს, რომელთა შრომის უფლებები დაირღვა, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

გერმანიაში ქართველების ჯგუფს, რომელთა შრომის უფლებები დაირღვა, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ეს პრობლემა ცალკეულია და აუცილებლად მოჰყვება რეაგირება მათი მხრიდან.

„გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.