გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

spot_imgspot_img

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საერთო სურვილი დაადასტურეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამშაბათს, 21 ივლისს, ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

გერმანია მომავალში ბაქოსგან მეტი გაზის შეძენას აპირებს.

„მას შემდეგ, რაც ოთხ-ნახევარი წლის წინ რუსეთისგან გაზის მიღება შევწყვიტეთ, ბუნებრივია, მიწოდების ახალ წყაროებს ვეძებთ და ამ მხრივ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, — განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელიც იმაზე მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე თავად მოიხმარს.

„ამ თვალსაზრისით, გერმანიის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხში აზერბაიჯანი ჩვენთვის საინტერესო პარტნიორია“, — დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, საუბარია, მათ შორის, გერმანიის სამხრეთ ნაწილზე, რადგან ამ რეგიონში საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს ან მისი გაფართოებაა შესაძლებელი.

ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაცია

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების იმპორტი უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს და გაზთან ერთად წყალბადსაც მოიცავდეს.

ენერგოეფექტიანობის საკითხებს ერთობლივ დეკლარაციაში ცალკე ნაწილი ეთმობა. დოკუმენტის თანახმად, ბერლინი და ბაქო გააგრძელებენ ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე გერმანულ-აზერბაიჯანული მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

სააგენტო dpa-ს ცნობით, ამ დროისთვის გერმანიაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შეთანხმებული წლიური მოცულობა 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

ბერლინში ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ მიწოდების მოცულობა გაიზრდება, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის შესაძლოა დამატებითი გაზსადენების მშენებლობა გახდეს საჭირო.

მერცი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე

ფრიდრიხ მერცმა ილჰამ ალიევს ასევე მიულოცა 2025 წელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა.

„ეს ისტორიული შეთანხმება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობას ქმნის“, — განაცხადა კანცლერმა.

მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის ზრდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლების ფარული შეხვედრა ბაქოში

DW-ის შეკითხვის პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას გერმანიის მცირე დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ კანცლერის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რონალდ პოფალა და ბრანდენბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატიას პლატცეკი, ბაქოში ვლადიმერ პუტინის რამდენიმე თანამოაზრეს ფარულად შეხვდა.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ფადეევი და „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ზუბკოვი.

ფადეევი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასამართლებლად „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის“ გავრცელების გამო.

ალიევის განცხადებით, შეხვედრის შესახებ მან გაზეთ The Times-იდან შეიტყო და ინფორმაცია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურისგან გამოითხოვა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მონაწილეები ქვეყანაში 12-დან 14 ივლისამდე იმყოფებოდნენ.

„ჩვენი ტერიტორია ჩვენი ინფორმირების გარეშე გამოიყენეს“, — განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ მსგავსი კონტაქტები მხოლოდ მისასალმებელია, თუკი ისინი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

ფრიდრიხ მერცმაც განაცხადა, რომ შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, ბერლინი უკვე თვეებია უშედეგოდ ცდილობს პუტინის დაყოლიებას მოლაპარაკებაზე, რომელიც ომის დასრულებას შეუწყობდა ხელს.

spot_imgspot_img

პოპულარული

დააკავეს კაცი, რომელიც თბილისელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს სძალავდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით 48 983 ლარს დაეუფლა. ...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე,...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...

„დოიჩე ველემ“ EU-ს დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი...
spot_img

ყველა ამბავი

„სირცხვილი შიგნიდან მჭამდა“–FBI-ის აგენტმა აღიარა, რომ „მტრული“ ანგარიშებიდან ერთი მილიონი დოლარი მოიპარა

FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ....

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მესაზღვრეებმა ლა-მანშში ცეცხლმოკიდებული ნავიდან 150 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინეს

სამშაბათს, 4 აგვისტოს დილით, ლა-მანშის სრუტეში ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ნავზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალურად...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.,“საქართველოს...

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი „იმერეთის“ ხაზზე ავარია იყო.„წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...

რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე – ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ფავლენიშვილი

"რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე - ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ "  -  ამის...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - გამოკითხვაზეა დაბარებული მისი დაცვის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე.მომხდარზე...

გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს- კობახიძე

" გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები " -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“  პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი აცხადებს. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ძირითადი...